გუნდში ივანიშვილი არის პირველი, მე ვარ მეორე - ირაკლი კობახიძე

24.11.26 12:39
 გუნდში ივანიშვილი არის პირველი, მე ვარ მეორე - ირაკლი კობახიძე

 

 

„ჩვენი გუნდის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი"-  განცხადება ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალსტებთან გააკეთა. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან " ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა" აქვს. 

ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე პირი, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ჩემს შორის, ბუნებრივია, ეს ლოგიკურია" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეკითხვაზე პოლიტიკურად აქვს თუ არა მასზე ახლო ურთიერთობა ვინმეს ქართული ოცნებიდან ბიძინა ივანიშვილთან"- თქვა მან. 

შეკითხვაზე "მამუკა მდინარაძეზე გაბრაზებულია ის [ბიძინა ივანიშვილი]?" კობახიძემ პასუხობს:

"საერთოდ არ ბრაზდებიან პოლიტიკაში, რომ იცოდეთ, პოლიტიკაში იღებენ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს ყველა საკითხთან დაკავშირებით"- დასძინა ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები