ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ. სტრასბურგში დაგეგმილი დებატები შეეხება რეზოლუციის პროექტს, სახელწოდებით: „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, საკითხის განხილვა ადგილობრივი დროით 18:30 საათის შემდეგ დაიწყება.
რეზოლუციის პროექტს ევროპარლამენტარები კენჭს ხვალ, 26 ნოემბერს, უყრიან.
მსგავსი სიახლეები
25.11.26 13:18
იურისტი ხსნის, რატომ უნდა დასვას გვარამიას პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი
იურისტმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში დაასახელა სამი გარემოება, რაც, მისივე თქმით, პროცესზე სერიოზულ კითხვებს აჩენს სასამართლო პროცესის სამართლიანად წარმართვასთან დაკავშირებით.