ვერ შევეგუებით, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ- ელჩს საჭირო გაფრთხილებები მისცეს - ჰაქან ფიდანი

28.11.26 10:40
ვერ შევეგუებით, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ- ელჩს საჭირო გაფრთხილებები მისცეს - ჰაქან ფიდანი

ბათუმში "ბეიშიქთაშისა" და "ჰაპოელ ბეერ-შევას" მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი გამოეხმაურა.

მისი თქმით, მომხდარი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს არ შეეფერება.

ფიდანის განცხადებით, განვითარებული მოვლენები „უკიდურესად მიუღებელია“ და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს არ შეეფერება. მისივე თქმით, მომხდარის გამო ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი დაიბარეს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ინციდენტის დროს თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან ერთად პაკისტანში მიემგზავრებოდა და მომხდარის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.

ფიდანის თქმით, თურქეთის მთავარი მიზანი ყველა დაკავებულის გათავისუფლება იყო.

დაუყოვნებლივ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. პირდაპირი კავშირი გვქონდა ადგილზე მყოფ ჩვენს ელჩთან და გენერალურ კონსულთანაც. ჩვენი უპირველესი მიზანი იყო ადგილზე ვითარების განმუხტვა, რათა არცერთი ჩვენი მოქალაქე პატიმრობაში არ დარჩენილიყო, არ დაშავებულიყო და მათთვის სათანადო ყურადღება მიექციათ. ამ კუთხით ყველა ზომა იქნა მიღებული. ამავდროულად, როგორც იცით, პროცესში ჩვენი სხვა სამინისტროებიც ჩაერთნენ და ინტენსიურად იმუშავეს. დღეს კი ანკარაში საქართველოს ელჩი დაიბარეს და მას საჭირო გაფრთხილებები მისცეს და შესაბამისი შეხვედრა გაიმართა“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ფიდანმა აღნიშნა, ბათუმში განვითარებული მოვლენები „მიუღებელი“ იყო.

„ჩვენთვის ეს უკიდურესად მიუღებელი ვითარებაა. ეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს არ შეეფერება. ჩვენ ვერ შევეგუებით იმას, რომ ჩვენს გულშემატკივრებს ასე მოექცნენ. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილები გაიგეს“, - აღნიშნა ფიდანმა.

 

მსგავსი სიახლეები