ქართველ ხალხს ევროპული მომავალი მოპარეს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათი ხმა ევროპაში გაიგონ - ნატალია ლუაზო
ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ორი წლის წინ ქართველ ხალხს არჩევნები, ხოლო 28 ნოემბერს ევროპული მომავალი მოპარეს.
მისი თქმით, ის თავად იმყოფებოდა საქართველოში და მიიჩნევს, რომ ეს იყო „ყველაზე გაყალბებული არჩევნები, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება“.
ლუაზოს შეფასებით, ხელისუფლებაში მყოფმა „პრორუსულმა რეჟიმმა“ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საჭირო აღარ იყო, რის შემდეგაც ქართველი ხალხი ყოველ საღამოს ქუჩაში გამოდის და პროტესტი არ წყდება.
ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ მოქალაქეები პროტესტს აგრძელებენ ჯარიმების, აქციებზე ძალადობის, პოლიტიკური პარტიების აკრძალვისა და უამრავი პოლიტპატიმრის არსებობის მიუხედავად.
ორი წლის წინ ქართველ ხალხს არჩევნები მოპარეს, მე იქ ვიყავი - ეს იყო ყველაზე გაყალბებული არჩევნები, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება. ზუსტად 28 ნოემბერს მათ ევროპული მომავალი მოპარეს, ხელისუფლებაში მყოფმა პრორუსულმა რეჟიმმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ახლა არ იყო საჭირო. ქართველი ხალხი მას შემდეგ გარეთ არის, ყოველ საღამოს და პროტესტი არ წყდება. სასტიკი რეპრესიების მიუხედავად ჯარიმების, აქციებზე ძალადობის, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, უამრავი პოლიტპატიმრის მიუხედავად. ქართველი ხალხი ჩვენ გვიყურებს და ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ ისინი მარტო არ არიან. რომ მათ ყველაფერი სწორად გაიგეს, როცა ევროპას, თავისუფლებასა და დემოკრატიას შორის ტოლობის ნიშანი დასვეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ქართველი ხალხის ხმა ევროპაში გაიგონ, - აცხადებს ნატალი ლუაზო.