მე ვდგავარ საქართველოს მოქალაქეების გვერდით მათ ბრძოლაში, საქართველო ევროპაა - კშიშტოფ ბრეიზა
პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა, სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დღეს „სიმამაცის, სიმტკიცისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ურყევი ბრძოლის ორი წელი“ გავიდა.
ევროპარლამენტარი ხაზს უსვამს, რომ ამ ბრძოლაში საქართველოს მოქალაქეების გვერდით დგას და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.
ორი წელი გამბედაობის, გამძლეობისა და ურყევი ბრძოლისა საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ჩვენ გვახსოვს ყველა პოლიტიკური პატიმარი და მოვითხოვთ სამართლიანობას და ანგარიშვალდებულებას. მე ვდგავარ საქართველოს მოქალაქეების გვერდით მათ ბრძოლაში თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპისთვის. საქართველო ევროპაა, - წერს ბრეიზა.