ციხეში კიდევ ერთი პატიმარი გარდაიცვალა - ოფიციალურ მიზეზად საწოლიდან ვარდნას ასახლებენ
ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი გარდაიცვალა - ინფორმაცია ამის შესახებ "პირველებს" მიაწოდეს.
ფაქტი უკვე დაადასტურა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. უწყებაში "პირველებს" განუმარტეს, რომ პატიმრის გარდაცვალების მიზეზი საწოლიდან ვარდნა გახდა.
"ადგილზე გამოიძახეს სამედიცინო ბრიგადა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა" - უთხრეს "პირველებს" პენიტენციურ სამსახურში.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს პროკურატურამ.