ავარია ბათუმში – დაშავდა 2 ადამიანი

15.10.26 23:02
ავარია ბათუმში – დაშავდა 2 ადამიანი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

"ბათუმელების" ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 15 ოქტომბერს მოხდა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ავტოსატრანპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას.