სად იყავით 12 წელი? - საპროტესტო აქციაზე გურიკა დადიანიძის მამიდის გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა

24.10.26 18:32
სად იყავით 12 წელი? - საპროტესტო აქციაზე გურიკა დადიანიძის მამიდის გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა

 

 

ცოტა ხნის წინ დაპირისპირება იყო თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ მიმდინარე აქციაზე. მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის მხარდასაჭერად მისული ადამიანების ნაწილმა შეკრებაზე დაკარგული ბიჭის მამიდის მისვლა გააპროტესტა. 

მამიდასთან მაქვს კითხვები, სად იყო 12 წელი, ახლა ამ აქციაზე რომ გამოჩნდა? დგას და ხალხს ეკითხება - რომ მოხვედით რა გააკეთეთო?

ჩემი მოძიებული ინფორმაციებით, მამიდა იყო ის ადამიანი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში გურიკას შეგნებულად უვრცელებდა არასასურველ ინფორმაციებს. ეს კითხვა დაუსვი, სად იყო 12 წელი და რა მიზანი აქვს ახლა" - თქვა ქალმა, რომელმაც თავი "პირველებს" გურიკა დადიანიძის დეიდად გააცნო. 

გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი საქმის დროულად გამოძიებას ითხოვს. ოჯახი მხარდამჭერებთან ერთად დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს.