ციხეების უფროსად დანიშნეს რამაზ თათარაშვლი, რომელსაც აქტივისტები დევნაში სდებდნენ ბრალს

26.10.26 19:28
ციხეების უფროსად დანიშნეს რამაზ თათარაშვლი, რომელსაც აქტივისტები დევნაში სდებდნენ ბრალს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.

დღეს დილით გავრცელდა ცნობა, რომ იუსტიციის მინისტრს პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.

ვინ არის რამაზ თათარაშვილი?

თათარაშვილი ივნისიდან დღემდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე იყო. მანამდე კი ის იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

2 წლის წინ, აქციების დროს, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მაშინდელ ხელმძღვანელს და ყოფილ სპეცრაზმელს აქტივისტები დევნაში ადანაშულებდნენ.

აქციების დროს გადაღებულ კადრებში ჩანდა, როგორ აკავებს თათარაშვილი მომიტინგეებს.

მსგავსი სიახლეები