ვაშლიჯვარში კლდე ჩამოიშალა, რის შედეგადაც ლოდი სახლს დაეცა და ერთი ადამიანი დაშავდა
ვაშლიჯვარში, კლდე ჩამოიშალა, რის შედეგადაც ლოდი სახლს დაეცა და ერთი ადამიანი დაშავდა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ერთი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.
დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირია ქვათაცვენის პროცესი და შესაბამისად, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
სახლი დაინგრა, მოყვა კაცი ქვეშ, მერე მოვიდა სამაშველო, ამოიყვანეს. არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ ზევით რაღაცებს აკთებენ, გეოლოგებმა უნდა გაარკვიონ რისი ბრალია, - ამბობს ადგილობრივი.