ბათუმში ავტოავარიის შედეგად „გლოვოს“ კურიერი დაშავდა
ბათუმში, ბაგრატიონისა და გუდიაშვილის ქუჩების კვეთაში, მოპედით მოძრავი „გლოვოს“ კურიერი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა 30 ოქტომბერს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მოპედი, სავარაუდოდ, გზაზე მოცურდა.
დაშავებული კურიერი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.