ზელენსკი თურქეთში ერდოღანს შეხვდება

31.10.26 10:29
ზელენსკი თურქეთში ერდოღანს შეხვდება

ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს თურქეთში აქვს ვიზიტი დაგეგმილი - უკრაინის პრეზიდენტს უკვე ჩანიშნული აქვს შეხვედრა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. დიდი ალბათობით, ამ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ომის დასრულების გზები იქნება.

პრეზიდენტ ზელენსკის დიდი მოლოდინი აქვს ნოემბერში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრიდან. აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი აბუ დაბიში უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები