თბილისში ძლიერი ხანძარია
თბილისში სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიოტორიაზე ძლიერი ხანძარია - ინფორმაციას პირველებს თვითმხილველები აწვდიან.
მათივე თქმით, ეპიცენტრი გადასავველი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაა.
"პირველებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებული.
ამ ეტაპზე უცნობია რა იწვის და რამ გამოიწვია ხანძარი.