თბილისში, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე მაღაზიები იწვის - ადგილზე რვა სახანძროა
სადგურის მოედნის ტერიტორიაზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე მაღაზიები იწვის - როგორც "პირველებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებული.
ადგილობივების თქმით, ადგილზე მინიმუმ 8 სახანძრო მანქანა მუშაობს.