რიონჰესში სამძებრო სამუშაოები დასრულდა - მაშველებმა მდინარიდან 2 კაცის ცხედარი ამოასვენეს
რიონჰესში სამძებრო სამუშაოები დასრულდა - მაშველებმა რიონიდან 2 კაცის ცხედარი ამოასვენეს.
წყალში ნაპოვნია ავტომობილიც.
რიონჰესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, წყალში გადავარდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები და მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
შსს -მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.