სოფელ ალთან ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედია ქართლის ამბების ცნობით, დაიღუპა 40 წლამდე მამაკაცი.
გამოცემის ცნობით, ერთმანეთს ჯიპი და მინი სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.