გამრეკელის ქუჩაზე წყლის მილი დაზიანდა - გზის საფარი ჩაინგრა

18.11.26 09:54
გამრეკელის ქუჩაზე წყლის მილი დაზიანდა - გზის საფარი ჩაინგრა

 

 

თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე წყლის მილი დაზიანდა - როგორც ადგილობრივები სოციალურ ქსელში წერენ, ძლიერი წნევის გამო გზის საფარი ჩაინგრა. 

ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ დაიტბორა სარდაფები - ადამიანებს წყალი საცხოვრებელ სახლში შეუვიდა. 

მათივე თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლის ფასადიც. რამდენიმე მძღოლი აღნიშნავს, რომ წყლის დარტყმის ძალის შედეგად დაუზიანდათ ავტომობილებიც.

მსგავსი სიახლეები