დატბორილი მაღაზიაბი, განადგურებული ავეჯი და დაზიანებული ფასადი - ფოტორეპორტაჟი გამრეკელის ქუჩიდან, სადაც წყლის მილი დაზიანდა

18.11.26 12:29
დატბორილი მაღაზიაბი, განადგურებული ავეჯი და დაზიანებული ფასადი - ფოტორეპორტაჟი გამრეკელის ქუჩიდან, სადაც წყლის მილი დაზიანდა

 

 

პირველი ფოტოები თბილისში გამრეკელის ქუჩაზე დატბორილი სახლებიდან. "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან  იუწყება, რომ ათამდე სახლი მძიმე მდგომარეობაშია.

დამტვრეულია შუშები, განადგურებულია ავეჯი და ტექნიკა. მაგისტრალური მილსადენის დაზიანების შედეგად გამრეკელის ქუჩაზე მაღაზიებიც დაიტბორა, პროდუქცია კი განადგურდა. 

ადგილობრივები ყვებიან, რომ წყალის ნაკადი იმდენად ძლიერი იყო, რომ მესამე სართულამდე აღწევდა.

მეძინა და რომ შემოანგრია ფანჯარა და გადავრჩი, მოკლედ. ლოდები იყო რამხელა, იცით? წყალი იყო იმხელა, კარი გავაღე და მდინარესავით მიდიოდა. ამხელა ქვები ჩამოიყარა, ძლიევს გავასწარი აქედან. მთელი სახლი დაიტბორა. კიდევ კარგი, ხმა გავიგონე და მოვასწარი გასვლა, - ამბობს ადგილობრივი. 

საშინელი ხმა იყო, გარეთ ვერ ვიხედებოდი, ქვები ცვიოდა. მცირე დაზიანებები მივიღე, გადავრჩი. მე დავიმალე, შევიკეტე, თორემ ეს ქვები ისე დაფრინავდა ჰაერში, შესაძლებელი იყო, მომხვედროდა. მე დამაზიანა, უბრალოდ, შუშების ნამსხვრევებმა. წარმოიდგინეთ, ასობით ქვა რომ მოფრინავს აივნიდან და დაბლიდან და ვერც ხედავ საიდან რა მოდის. რაღაც ჰიჩკოკური ფილმისავით იყო, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე. 

მე მეხუთეზე ვარ და მეხუთეზე ამოდიოდა და სახლი ისე ზანზარებდა, უცებ ვერ მივხვდი. იმდენი წყალი იდგა, რომ ვერ გავდიოდით და მაგდენს მივხვდი, ხომ ვხედავდი, რომ ქვები ცვიოდა. ანუ სახლს ეთხრება ძირი, სად უნდა წახვიდე?, - ამბობს მწერალი დათო ტურაშვილი. 

ცნობისთვის, თბილისში, დავით გამრეკელის ქუჩაზე გვიან ღამით წყლის მილი გასკდა. 

დედაქალაქის მერმა თქვა, რომ GWP საბურთალოზე წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს.

 

მსგავსი სიახლეები