ანა ყურაშვილი “ოლე ოლას” სიმღერისთვის 3 ათასი ლარით დააჯარიმეს
პარტია “გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრი, ანა ყურაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს 23 და 24 სექტემბერს თბილისის საკრებულოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სიმღერა “ოლე ოლას” შესრულებისთვის.
გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.
შსს-ს მტკიცებით, პოლიტიკოსმა, სხვა დემონსტრანტებთან ერთად, საღამოს, დაახლოებით 10 საათისთვის იმღერა “ოლე ოლა”, რომელიც შსს-ვე პოზიციით, მიემართება არა საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ პარტია “ქართულ ოცნებას”, არამედ მათ ამომრჩეველს და მხარდამჭერებს.