დღის გმირი - ფონიჭალაში ნანგრევებიდან გამოყვანილი ბავშვი 3 წლის თაიაა

19.11.26 17:29
დღის გმირი - ფონიჭალაში ნანგრევებიდან გამოყვანილი ბავშვი 3 წლის თაიაა

ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვი 3 წლისაა - პატარა თაია მაშველებმა 8 საათიანი ძებნის შემდეგ უვნებელი გადაარჩინეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვი"ინგოროყვას კლინიკაში" გადაიყვანა.

მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ბავშვი კონტაქტურია და მას ამ წუთებში მაღალტექნოლოგიური კვლევები უტარდება. 

ამ დროისთვის, ნანგრევებში კიდევ რჩება 6 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი. 

მაშველებმა ჩამონგრეულ კორპუსში ცოტა ხნის წინ ჰიდრავლიკური მაკრატელი შეიტანეს - ეს არის სპეციალური საშუალება რკინის და სინკარების გადასაჭრელად იმისთვის, რათა მაშველები უფრო ღრმად შევიდნენ.

მაშველებს სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ ამ წუთებში მუშაობა, რადგან ჩამონგრეულია 4 სართული.

სწორედ ბეტონის ნაწილების ქვეშ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

აფეთქება ქვემო ფონიჭალაში  დილით მოხდა.

“უსინათლოთა დასახლებაში“ ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაოებენ.