მერსი სულხანიშვილმა გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობის შემდეგ, უჩივლა თამაზასაც - რას ამბობს წამყვანი ბრალდებებზე

26.11.26 18:53
მერსი სულხანიშვილმა გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობის შემდეგ, უჩივლა თამაზასაც - რას ამბობს წამყვანი ბრალდებებზე

მერსი სულხანიშვილი გადაცემა სარკასტიკის წამყვანების წინააღმდეგ - ირკვევა, რომ ინფლუ­ენ­სერ­მა მერ­სი სულ­ხა­ნიშ­ვლმა ტე­ლე­წამ­ყვან გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძესთან ერთად, უჩივ­ლა თამაზ ლოხიშვილსაც [თამაზა]

საქ­მე ეხე­ბა გა­და­ცე­მა "სარ­კას­ტი­კა­ში" წამ­ყვა­ნის მიერ მერ­სის შე­სა­ხებ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც სულხანიშვილმა სექსუალურ შევიწროებად შაფასა და პოლიციაში იჩივლა.

პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დღეს შედ­გა, სულხანიშვილი პროცესზე არ ყოფილა. გიორგი ნაზღაიძემ და თამაზამ კი საქმის მასალების გადაცემა მოითხოვეს და საქმეში ადვოკატის ჩართვის მიზეზით პროცესის გადადება მოითხოვეს. 

თამაზ ლოხიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ ინფლუენსერს გარკვეული ფრაგმენტები მისივე თხოვნით გადაცემიდან ამოუჭრეს. სულხანიშვილისთვის კი გასართობ გადაცემაში მისვლა არავის დაუძალებია. 

"მე საერთოდ ვერ ვიგებ, ეს მუხლი თვითონ მოიფიქრა თუ სხვამ დააწერინა...

- მე მგონი, დაეხმარა [გიორგი ნაზღაიძის რეპლიკა]

მე არ ვიცი, გოგო თვითონ მოვიდა ნიუსით, რომ მკერდი ჰქონდა გაკეთებული და მთელ საქართველოს გააგებინა და მეც შევეკითხე, 30 000 ლარი რაში გადაიხადა-მეთქი, მართლა კარგად ჰქონდა და მკერდი ვერ მოვიტყუები და ვუთხარი კომპლიმენტი, რომ რა კარგად გაქვს მერსი მკერდი და ეს თუ სექსუალური შევიწროებაა, მაშინ რაღას იკეთებდა?- ამბობს თამაზა. 

ასევე ნახეთ: 

 

მსგავსი სიახლეები