მატჩის დროს მომხდარი დაპირისპირებისას, პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავა
ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, თურქი გულშემატკივრები პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხვადასხვა საგანს ესროდნენ.
დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდდება.
მომხდარი დაპირისპირების გამო მატჩი დროებით შეწყდა, თუმცა ამ დროისთვის განახლდა.
მატჩი თურქეთში უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის მასპინძელი სტადიონის შეცვლა უეფამ გადაწყვიტა. უეფას განმარტებით, თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე ორგანიზაციას აცნობა, რომ შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო. შესაბამის მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის მატჩს საქართველო უმასპინძლებს.
თურქეთსა და ისრაელს შორის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელ-ღაზის ომის გამო გაუარესდა.
მსგავსი სიახლეები
დარბაზიდან, სადაც “იგლ ჰილსის” პროექტის "საჯარო განხილვა" მიმდინარეობდა, ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიტანეს - ნიკა შურღაია
"ერთი საქართველო - ერთი ხალხის" წარმომადგენელი ნიკა შურღაია აცხადებს, რომ “იგლ ჰილსის” პროექტის "საჯარო განხილვის" შეხვედრზე ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.