მკვლელობა პარკინგის გამო - 37 წლის კაცს სამი ტყვია ესროლეს, კლინიკაშია მკვლელობაში ბრალდებული პენსიონერი (ახალი დეტალები)

03.07.25 21:06
მკვლელობა პარკინგის გამო - 37 წლის კაცს სამი ტყვია ესროლეს, კლინიკაშია მკვლელობაში ბრალდებული პენსიონერი (ახალი დეტალები)

მკვლელობა პარკინგის გამო - 65 წლის ბიზნესმენს ბრალი ინგოროყვას კლინიკაში წაუყენეს - სასატიკი ანგარიშსწორება ისანში რამდენიმე საათის წინ მოხდა.  

"პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციით, ლევან ჩხაიძე  მსხვერპლს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც სახლში მისულმა აღმოაჩინა, რომ მისი ავტოფარეხის წინ ახალგაზრდა კაცს მანქანა ყავდა გაჩერებული.

ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, თავდაპირველად იყო  სიტყვიერი და ფიზიკური  დაპირისპირება ორ მხარეს შორის, რის შემდეგაც 65 წლის კაცი სახლში შევიდა, იარაღი აიღო და  ათამდე ახალგაზრდას თავს დაესხა.  მიხეილ მაძღარაშვილის მიმართულებით ნასროლი სამი ტყვიის შემდეგ ის ადგილზე გარდაიცვალა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში