"მოსმენაც არ უნდა, რომ გოგო მოკვდა" - 38 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული ადვოკატმა მოინახულა
თბილისში, 38 წლის ქალის მკვლელობის ბრალებით დაკავებული კაცის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა - ინფორმაციას "პირველებს" საზოგადოებრივი ადვოკატი აწვდის, რომელმაც 34 წლის ამირან დარჯანია გუშინ გვიან ღამით მოინახულა.
როგორც უფლებადამცველი ამბობს, დაკავებული მომხდარის შესახებ არ საუბრობს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ მისი მეზობელი გოგო ცოცხალია.
საგამოძიებო მოქმედებები, რაც ჩატარდა გუშინ გვიან ღამით მის მიმართ, ამ მოქმედებების ჩატარებამდე ვნახე, შევხდი, გავესაუბრე. სავარაუდოდ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით საერთოდ არ საუბრობს.
ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები რეალურია, ეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოება არის. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერებს, მე როგორც ვიცი არ არის, რადგან იქ სათავლთავლო კამერები დამონტაჟებული არ არის. ნივთმტკიცების სახით გარკვეული სახის იარაღია ამოღებული. ცივი იარაღის კატეგორიას განეკუთვნება თუ არა, ეს ჯერ არ ვიცით. ვიზუალური დათვალიერებით რაც შეიძლება აღვიქვათ არის დანა. ამ გოგოსთან ნაცნობობას რა თქმა უნდა, არ უარყოფს, ამბობს, რომ იყვნენ მეზობლები, ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. (ჟურნალისტი - რომ შეიტყო, რომ ეს გოგო მკვდარია, რა რეაქცია ჰქონდა?) ამ ფაქტთან დაკავშირებით საერთოდ არანაირი რეაქცია არ აქვს. საერთოდ მოსმენაც არ უნდა ამ ფაქტის, ერთადერთი რასაც ამბობს, თქვა ის, რომ ის (გოგო) არ არის გარდაცვლილი" და ამ ფაქტს უარყოფს. - აცხადებს ადვოკატი.
34 წლის კაცი, რომელმაც ქალის მკვლელობის შემდეგ მიმალვა სცადა, პოლიციამ თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ის ახლა ბრალის წარდგენას ელოდება. მოკლული ქალის ოჯახი ამირან დარჯანიას უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
ჩნობისთვის, მკვლელობა თბილისში, ტოვსტონოგოვის ქუჩაზე გუშინ მოხდა. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.