მკვლელობის ჩაფარცხვა დიდი ფულის სანაცვლოდ? - თბილისში ჩაცხრილული ბიჭის ოჯახი ხელს ფარცხალაძის გარემოცვას ადებს
პირველი ინტერვიუ თბილისის ცენტრში, ბუდაპეშტის ქუჩაზე ჩაცხრილული გიორგი კვარაცხელიას დედასთან - ინგა კვარაცხელია ამბობს, რომ 11 წლის წინ, 21 წლის შვილის მკვლელობას სამზარეულოდან უყურა. ამბობს, რომ ამოიცნო შეიარაღბული თავდამსხმელები, რომელბმაც ახალგაზრდას ორი სხვადასხვა იარაღიდან 17-ჯერ ესროეს და დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ.
მისი თქმით, გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის ჩაფარცხვაში დიდი ფულია გადახდილი, რადგან, მკვლკელობაში მონაწილეები ამ დრომდე არავის დაუსჯია.
ინგა კვარაცხელია „შაბათის ეთერს“ ეუბნმება, რომ საქმე მალევა გაიხსნა, სავარაუდო დამნაშავეები გამოძიებამ დააიდენთიფიცირა, თუმცა მაღალჩინოსნების ჩარევის შედეგად საქმე თაროზე შემოიდო.
შვილ მოკლული დედა მკვლელობაში ხელს მთაწმინდელ თორნიკე კაჭარავას და დავით დეკანოსიძეს ასახელებს.
„შაბათის ეთერმა“ მოწმის ჩვენებაც იპოვა, სადაც დავით ბოჭორიშვილი [ამჟამად გარდაცვლილია] ამბობს, რომ მან დავით დეკანსოიძე ამოიცნო.
მეტიც, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა ოპოვეს სიგარეტის ნამწვი, აღმოჩინეს დენთის კვალი. ექსპერტიზით დადგინდა, რომ სამხილებზე აღმოჩენილი გენეტიკური მასალა თორნიკე კაჭარავას ეკუთვნოდა. ტკიცებულების მიუხედავად, კაჭარავა და დეკანოსიძე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ. ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილებმა დახმარება ძმებ მიქაძეებსა და ჯოხაძეებს სთხოვეს, რადგან იგა კვარაცხელიას თქმით, კაარავა ჩამოთვლილი პირების გარემოცვას წარმოადგენდა.
ქალი ამბობს, რომ თავის მხრივ ძმებმა მიქაძეებმა და ჯოხაძეებმა „მკვლელობა ოთარ ფარცხალაძის მეშვეობით ჩაფარცხეს“.
ოჯახი დარწმუნებულია, რომ საქმის ჩაფარცხვაში დიდი ფულია გადახდილი. 11 წლის შემდეგ თბილისის ცენტრში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ ხელახალი გამოძიება დაიწყო. არ არის გამორიცხული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს და მის გარემოცვას ახალი ბრალი წაუყენონ. ოჯახი ასახელებს მიხეილ (მიშა) ჩოხელის გვარსაც. მათი თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ერთ-ერთმა პირმა ქვეყანა მისი დახმარებით დატოვა.