30 წლამდე პირს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა - დაკავებულია 1 პირი

04.05.26 10:37
30 წლამდე პირს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა - დაკავებულია 1 პირი

ძარცვის მცდელობის ფაქტზე დაკავებულია 30 წლამდე კაცი - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, ძარცვის მიზნით  ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია სხვის საცხოვრებელ სახლში და 1997 წელს დაბადებულ ა.წ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ს.წ. დანაშაულის ჩადენის ადგილზევე დააკავა"- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები