სისხლიანი გარჩევა გორში - დაკავებულის კაცი ამტკიცებს, რომ მასზე ჯგუფურად იძალადეს

01.08.26 17:25
სისხლიანი გარჩევა გორში - დაკავებულის კაცი ამტკიცებს, რომ მასზე ჯგუფურად იძალადეს

სისხლიანი გარჩევა გორის რესტორანში - დაკავებული კაცი ამტკიცებს, რომ მასზე ჯგუფურად იძალადეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაზიანებები მასაც მიაყენეს.

როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადვოკატზე დაყრდნობით იუწყება, ბრალის წარდგენისას გაარკვია, რომ "ცენტრალ პაბში" მომხდარის ირგვლივ ერთზე მეტი პირია დაკავებული. 

ერთ-ერთი დაკავებულის ინტერესების დამცველი აღნიშნავს, რომ მის დასაცავ პირს სხეულზე დაზიანებები აქვს მიყენებული.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა რესტორანში, ამავე სივრცეში ასევე იყო სხვა სუფრა, მეორე სუფრასთან მყოფი პირები მივიდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირების სუფრასთან და დაიწყეს კამათი და გინება. ამ გინების ფონზე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი წამოდგა სუფრიდან და მათ არაერთხელ მოუწოდა, დამშვიდებულიყვნენ და დაბრუნებიოდნენ საკუთარ სუფრას. ამას, კვლავ მოჰყვა გინება და ჩხუბი. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის დაჭრილია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. მას თავის, ზურგის, ფეხების აქვს მრავლობითი დაჟეჟილობები - ნაცემია ჯგუფურად. ამასთან, არსებობს ვიდეო კადრები, სადაც ნათლად ჩანს, როგორ უსწორდებიან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს"- აცხადებს ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.

რაც შეეხება ყოფილ სამხედროებს, მათ კლინიკა უკვე დატოვეს. უცნობია, დაიკითხევბიან თუ არა ისინი ადვოკატის განცხადების შემდეგ. 

სისხლიანი ანგარიშსწორება გორში,  30 ივლისს მოხდა. როგორც "პირველებს" რესტორანში უყვებიან, ერთ სუფრაზე ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულებას აღნიშნავდნენ, მეორე სუფრასთან კი დაკავებული მეგობრებთან ერთად ქეიფობდა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე [ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება] მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარი დაჭრის ფაქტზე გავრცელებულ პრეს-რელიზში დაწერა, რომ დაკავებული იყო 1 პირი.