სისხლიანი გარჩევა გორში - დაკავებულს დაზიანებები აღენიშნება [ფოტო]
ამ წუთებში გორის რაონულ სასამართლოში ალიკა პავლიაშვილს და თამაზ ნანეტაშვილის პროცესი მიმდინარეობს. გამოძიების მტკიცებით, ორივე მათგანმა რესტორანში ანგარიშსწორება მოაწყო.
ბრალდების მხარე თამაზ ნატროშვილს ხულიგნობას ედავება, ალიკა პავლიაშვილს კი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით ასამართლებენ.
როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, სასამართლო პროცესზე მიყვანილ ბრალდებულს თავადაც დაზიანებების კვალი ეტყობა. ალიკა პავლიაშვილი ამბობს, რომ ჩხუბის დროს მას ჯარისკაცები გაუსწორდნენ. ფოტოებში, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა, ჩანს, რომ კაცს ხელი აქვს დაზიანებული, სხეულზე კი სისხლჩაქცევები აღნიშნება.
თამაზ ნანეტაშვილს ხელბორკილი დღეს ბრალის წარდგენისას დაადეს, ხულიგნობაში ბრალდებული კაცის მიმართ პროკურატურა 7 ათას ლარიან საპატიმრო გირაოს ითხოვს.
ბრალდების მხარე ალიკა პავლიაშვილის შემთხვევაში პატიმრობის შუამდგომლობას აყენებს.
რა მოხდა რესტორანში ? დაკავებულები ამტკიცებენ, რომ თავადაც ანგარიშსწორების მსხვერპლები არიან, მაგრამ ის ვინც ფაქტს შეესწრო ამბობს რომ კონფლიქტი ერთი უწყინარი შენიშვნის გამო დაიწყო.
მათი მონაყოლის ერთ სუფრაზე მსხდომმა ახალგაზრდებმა გვერდით მაგიდასთან მყოფ მამაკაცებს მოუწოდეს აღარ მიეყენებინათ შეურაცხყოფა სტუმრებისთვის. ამის შემდეგ მხარეების ინფორმაციით, იწყება ჩხუბი და ახალგაზრდები რესტორნიდან კლინიკაში მიყავთ.