თბილისში უცხოელი სცემეს, გაიტაცეს ტელეფონები და თანხა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მობილური ტელეფონები და თანხა გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები". - წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.