სოფელ ბაკურციხეში მაღაზიას შეიარაღებული კაცი თავს დაესხა

12.08.26 10:46
სოფელ ბაკურციხეში მაღაზიას შეიარაღებული კაცი თავს დაესხა

სოფელ ბაკურციხეში შეიარაღებულმა კაცმა ერთ-ერთი ქსელური მაღაზიის დაყაჩაღება სცადა.  ირკვევა, რომ მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თანამშრომლებისგან ფულს ითხოვდა, თუმცა მიზნის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო. 

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობისა და 236-ე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები