ზუგდიდში 24 წლის კაცის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს ისევ ეძებენ - კაცს ბრალდება წარუდგინეს
სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.
უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა დაზარალებული, რის შედეგადაც მან სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები მიიღო.
ბრალდებულს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19 -108 -ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
"პირველებისთვვის" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მომხდარი სიახლიანი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ირკვევა, რომ დაჭრილია 24 წლის მათე ბერიშვილი, მას რამდენიმე ჭრილობა გულ-მკერდის არეში აღენიშნება.
TV პირველისთვის მოწოდებული ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი კი დროებით ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები პირია.