რატომ დააკავეს ბერას მეგობარი ტყუპები? - საქმის ექსკლუზიური დეტალები

26.09.26 20:36
რატომ დააკავეს ბერას მეგობარი ტყუპები? - საქმის ექსკლუზიური დეტალები

დაპირისპირება ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების ფულის აორთქლების გამო, თუ ჯახი ბიძინა ივანიშვილის შვილთან? - ეს კითხვები კითხვები "შაბათის ეთერმა" ტყუპების, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების დაკავების შემდეგ დასვა. 

ბერა ივანიშვილთან დაახლოვებული კრიმინალური სამყაროს ორი წარმომადგენელი, ერთ დღეს, ორ სხვადახვა საქმეზე დააკავეს და ციხეში ერთმანეთის მიყოლებით გაუშვეს. "ტყუპების" სახელით ცნობილი გიორგი და დავით ფეიქრიშვილები თბილისში არა ერთი გახმაურებული კრიმინალური ისტორიის ფიგურანტები არიან, თუმცა წლების განმავლობაში ისინი ხელშეუხებლები იყვნენ. საზოგადოების ნაწილი ამას ბერასთან მეგობრობით ხსნიდა.

რა მოხდა ახლა? 

  • საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ კრიმინალური სამყაროს ორი ცნობილი წარმომადგენლის ერთ ღამეს ორი სხვადასხვა საქმეზე დაკავება, ეს უბრალოდ დამთხვევაა. პროკურატურა ირწმუნება, რომ ერთი წლის წინ დავით ფეიქრიშვილმა რომ ტაქსის მძღოლი სცემა, ამ საქმეზე  გამოძიება ფინალში ზუსტად იმ დროს გავიდა, როდესაც მეორე ძმამ 27 წლის ახალგაზრდა კაცის დარეკეტება გადაწყვიტა, იმან კი გიორგი ფეიქრიშვილს უჩივლა.

რა ვიცით ოქროს მოწმეზე?

  • საქართველოში დაბადებული, გერმანიაში გაზრდილი  და ვარდისუბნის ქუჩაზე მცხოვრები 27 წლის რატი გურგენაშვილი, ახლა პროკურატურის ოქროს მოწმე და მთავარი საყრდენია. "შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ ხელი გიორგი ფეიქრიშვილს სწორედ 27 წლის გურგენაშვილმა დაადო. გამოკითხვის დროს თქვა, რომ თბილისის კრიმინალური სამყაროს გავლენიანმა ფიგურამ სახლში აიყვანა და უთხრა, რომ მოკლავდა თუ 47 ათასი დოლარს არ მისცემდა.

რა საქმიანობის გასაგრძელებლად უნდა გადაეხადა, რატი გურგენაშვილს 47 ათასი დოლარი?

  • ყურადღებას შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების ერთი წინადადება იქცევს, სადაც კრიმინალური პოლიცია წერს, რომ გურგენაშვილს ფულს კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ სთხოვდნენ. ახლა ჩნდება კითხვა, რას საქმიანობის გურგენაშვილი?

პროკურორი დუმს კითხვაზე, არის თუ არა თუ არა დაზარალებულად ცნობილი, რატი გურგენაშვილი თაღლითური "ქოლ-ცენტრის" წარმომადგენელი და იყო თუ ეს არა 47 ათასი დოლარი წილი, რომელიც ევროპელი პენსიონერების ძარცვის შედეგად მიღებული ფულიდან კრიმინალური სამყაროსთვის უნდა გადაეხადათ. გურგენაშვილი ოფიციალურად არც ბინას ფლობს და არც ბიზნესს.

დაკავების შესაძლო მიზეზი - "გავლენების თავიდან გადანაწილება": 

  • ბერა ივანიშვილთან და მის საძმოსთან მჭიდრო კავშირში მყოფი ძმების დაკავება ერთი რიგითი მოვლენა არ არი იურისტებისთვის. კახა კუკავა ამბობს, რომ ქალაქში გავლენების თავიდან გადანაწილება დაიწყო.  გიორგი ფეიქრიშვილის წინააღმდეგ, მომჩივანი პროკურატურაში 2026 წლის სექტემბერს გაჩნდა. ოღონდ პროკურატურა ამბობს, რომ 27 წლის გურგენაშივლის რეკეტის მხოლოდ მისი ჩვენებით არ დასტურდება საქმეში კადრებიც დევს.
  • გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, 2014 წელსაც დააკავეს, შემდეგ იყო 2016 წლის სპეცოპერაციაც, მაშინ ოჯახი ამბობდა, რომ მათ იარაღი ჩაუდეს. ტყუპების დედა მაშინ ხელს კახი კალაძეს ადებდა. წლების შემდეგ ფეიქრიშვილები უკვე "ქართლი ოცნების" მეგობართა რიგებში აღმოჩნდნენ. იურისტი კახა კუკავა ამბობს, რომ ბერა ივანიშვილის მათ ხელს ვერავინ კიდებდა.

ამასთან, "შაბათის ეთერის" არქივი 2023 წელს გადაღებულ კადრებასაც ინახავს, როცა შუაგულ ვაკეში დავით  ფეიქრიშვილი კრიპტოვალუტის გადამცვლელ ცენტრში შედის და იარაღის მუქარით ორი მილონი დოლარი მიაქვს. მაშინ ეს უკანასკნელი არავის დაუკავებია.  მას 2026 წელს ერთი წლის წინ ვაკეში ტაქსის მძღოლის ცემა გაუხსენეს.

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ ბრალის დადგენილებაში წერია, რომ შუქნიშანზე გაჩერებულ ტაქსის მძღოლს დავით ფეიქრიშვილს ერთი წლის წინ აფურთხა და პირად მცველთან ერთად სცემა.

პროკურატურას თუ დავუჯერებთ, ერთ წელი ვერ ამოიცნეს კაცი, ვინც ვაკეში კამერების წინ  ტაქსის მძღოლს სცემდა და ექსპერტიზის დასკვნა ზუსტად იმ დროს მიიღეს, როდესაც მეორე ძმას ხელი დაადეს 27 წლის კაცის რეკეტში.

თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი