სპეცოპერაცია თბილისში - კრიმინალური პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა

01.10.26 11:00
სპეცოპერაცია თბილისში - კრიმინალური პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა

 

 

სპეცოპერაცია თბილისში - რამდენიმე საათის წინ, ქეთევან დედოფლის გამზირზე კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე საფრანგეთის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა.

თვითმხილველების თქმით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებდა.

TV პირველმა ადგილზე მუშაობის დროს გადაიღო კადრები, როგორ გამოიყვანეს დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ბინიდან.

მას ნარკოდანაშაულს ედავებიან. 30 წლამდე კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოტავსებული და ბრალის წარდგენას ელოდება. 

"პირველებს" ადგილზე უყვებიან, რომ ეს კორპუსი ყურადღების ეპიცენტრში მანამდეც არაერთხელ მოქცეულა. ხალხი ამბობს, რომ მკვლელ ნარკოტიკებს ნარკორეალიზატორები სადარბაზოებში, მრიცხველებსა და კიბის მოაჯირებზე ტოვებს.