ზელენსკიმ და ფიცომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი განიხილეს

03.05.26 10:06
ზელენსკიმ და ფიცომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი განიხილეს

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შაბათს სატელეფონო საუბრისას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი განიხილა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პლატფორმა X-ზე დაწერა. 

„ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი ურთიერთობები გვჭირდება და ორივე მხარე ამით არის დაინტერესებული. მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და მზად არის საკუთარი გამოცდილება გაგვიზიაროს,“ — დაწერა მან X-ზე.

ზელენსკის თქმით, საუბრის დროს ლიდერებმა უახლოეს მომავალში შესაძლო შეხვედრაც განიხილეს.