კრემლი აცხადებს, რომ პუტინი მზადაა, ზელენსკის შეხვდეს, თუმცა გარკვეული პირობებით

12.05.26 16:18
კრემლი აცხადებს, რომ პუტინი მზადაა, ზელენსკის შეხვდეს, თუმცა გარკვეული პირობებით

კრემლი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს — როგორც მოსკოვში, ისე ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ასეთი შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შედეგიანი, თუ მოლაპარაკებების პროცესი საბოლოო ეტაპამდე მივა.

„მის დასასრულებლად, წერტილის დასასმელად, ჯერ კიდევ ბევრი საშინაო დავალების შესრულებაა საჭირო“, - აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ შესაძლოა ნებისმიერ დროს დასრულდეს, თუ კიევი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„სპეციალური სამხედრო ოპერაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეწყდეს, როგორც კი კიევის რეჟიმი და ზელენსკი პასუხისმგებლობას აიღებენ და საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებენ. კიევმა ზუსტად იცის, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მსგავსი სიახლეები