BBC: დიდ ბრიტანეთში ოთხმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

12.05.26 23:11
BBC: დიდ ბრიტანეთში ოთხმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

დიდ ბრიტანეთში ოთხმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ხოლო ლეიბორისტული პარტიის დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდებენ, 80-მდე გაიზარდა.

 ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

გამოცემის ცნობით, თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ზუბირ აჰმედმა,  მინისტრმა მიატა ფანბულემ, უსაფრთხოების მინისტრმა ჯეს ფილიპსმა და ასევე, მინისტრმა ალექს დევის-ჯონსმა.

მინისტრებმა თანამდებობების დატოვებისას განაცხადეს, რომ ქვეყანა ცვლილებებისკენ ისწრაფვის, მაგრამ საზოგადოებას არ სჯერა, რომ სტარმერს შეუძლია ამის გაკეთება. მათ მოუწოდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

ამასთან, 110-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა განცხადებას, სადაც პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადეს და აღნიშნეს: „ლიდერობის კონკურსის დრო არ არის“.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ადგილობრივ არჩევნებში მიღებულმა შედეგებმა კირ სტარმერის პოზიციები მნიშვნელოვნად შეასუსტა. ბოლო დღეებში ლეიბორისტი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს საჯაროდ მოუწოდებენ, გადადგომის თარიღი დაასახელოს.

მსგავსი სიახლეები