დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა
რუსების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში 8 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრ განჟაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, კრივი-რიჰში 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია. ამასთან, სინელნიკის რაიონის დუბოვიკოვის თემში 4 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა, ხოლო ნიკოლაევის თემში 2 ადამიანი დაიღუპა.
„ნიკოპოლის რაიონში დაზარალდა ნიკოპოლის, მარგანეცკაიას, მიროვსკაიას, პოკროვსკაიას და კრასნოგრიგორიევსკაიას თემები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, კერძო სახლები და ავტომობილები. დაშავდა სამი ადამიანი“, - აღნიშნა განჟამ.