მარკო რუბიოს „მადუროს სტილის“ სპორტულმა ინტერნეტი აალაპარაკა

13.05.26 16:49
მარკო რუბიოს „მადუროს სტილის“ სპორტულმა ინტერნეტი აალაპარაკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩინეთში გამგზავრებისას Air Force One-ში ნაცრისფერი Nike-ის სპორტული ფორმით გამოჩნდა, რასაც სოციალურ ქსელში მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა. ფოტო თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა გაავრცელა.

მედიისა და სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილმა რუბიოს ჩაცმულობა ვენესუელის ყოფილი ლიდერის, ნიკოლას მადუროს ცნობილ „Nike Tech“-ის ფორმას შეადარა, რომელიც მას აშშ-ის სპეცოპერაციის დროს ეცვა. ინტერნეტში ამ სტილს უკვე „Maduro fit“-საც უწოდებენ.