დონალდ ტრამპი პეკინში სი ძინპინ შეხვდა
პეკინში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის შეხვედრა დასრულდა.
ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ ჩაიარა მოლაპარაკებებმა დონალდ ტრამპმა უპასუხა: „შესანიშნავად“.
აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის სახალხო კრების შენობაში დაახლოებით ორი საათის განავლობაში მიმდონარეობდა.
მოლაპარაკების დაწყების წინ დონალდ ტრამპმა სი ძინპინს უთხრა, რომ დიდი პატივია იყოს მისი მეგობარი და ჩინეთს და აშშ-ს ფანტასტიკური საერთო მომავალი აქვთ.
სი ძინპინმა თქვა, რომ აშშ და ჩინეთი პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები, რაც მომგებიანია არა მხოლოდ ორი სახელმწიფოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც.
ტრამპთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი და კომპანიების, Tesla-ს და Apple-ის ხელმძღვანელები ილონ მასკი და ტიმ კუკი.