უნგრეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა

14.05.26 10:45
უნგრეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა

უნგრეთმა რუსეთის ელჩი უკრაინის დასავლეთ რეგიონზე, ზაკარპატიის ოლქზე თავდასხმის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა მთავრობის პირველი სხდომის შემდეგ განაცხადა.

  • საქმე ეხება ქალაქს, რომელიც  უნგრეთს ესაზღვრება და ოლქის მოსახლეობის დაახლოებით 20% ეთნიკურად უნგრელია. ზაკარპატი უკრაინის დასავლეთ რეგიონში მდებარეობს.

"უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას ზაკარპატიეზე" - განაცხადა მადიარმა.

მისი თქმით, უნგრეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა რუსეთის ელჩი შეხვედრაზე 14 მაისს 11:30 საათზე დაიბარა.