კიევში რუსების დარტყმის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა
კიევში რუსული კომბინირებული დარტყმის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა, მათ შორის 1 თვის ბავშვი.
გარდაცვლილების ინფორმაციას კიევის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელი პავლო პეტროვი ადასტურებს.
„დილის 10:00 საათის მონაცემებით, ორი ადამიანი გარდაიცვალა. მაშველებმა 28 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს“- დაწერეს რამდენიმე საათის წინ უწყების წარმომადგენლებმა.
მოგვიანებით, დარნიცკის რაიონში მრავალსართულიანი შენობის ნანგრევებიდან მასობრივი თავდასხმის კიდევ ერთი მსხვერპლის ცხედარი იპოვეს, რის შედეგადაც დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.