რაზე შეთანხმდნენ დონალდ ტრამპი და სი ძინპინი - თეთრი სახლის განცხადება
თეთრი სახლი დონალდ ტრამპის ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს და რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრისას პრეზიდენტმა სი ძინპინმა ნათლად გამოხატა ჩინეთის წინააღმდეგობა სრუტის მილიტარიზაციისა და მისი გამოყენებისთვის გადასახადის დაწესების ნებისმიერი მცდელობის მიმართ, გამოთქვა ინტერესი, შეიძინოს მეტი ამერიკული ნავთობი.
პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან კარგი შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების გზები, მათ შორის ამერიკული ბიზნესებისთვის ჩინეთში ბაზარზე წვდომის გაფართოება და ჩვენს ინდუსტრიებში ჩინური ინვესტიციების გაზრდა. შეხვედრის ნაწილს შეერთებული შტატების მრავალი უმსხვილესი კომპანიის ლიდერი შეუერთდა. პრეზიდენტებმა ასევე ხაზი გაუსვეს შეერთებულ შტატებში ფენტანილის პრეკურსორების შემოდინების შეწყვეტის საკითხში მიღწეული პროგრესის გაძლიერების აუცილებლობას, ასევე ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ჩინელების მიერ შესყიდვების გაზრდას. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს ენერგიის თავისუფალი ნაკადის მხარდასაჭერად. პრეზიდენტმა სი ძინპინმა ასევე ნათლად გამოხატა ჩინეთის წინააღმდეგობა სრუტის მილიტარიზაციისა და მისი გამოყენებისთვის გადასახადის დაწესების ნებისმიერი მცდელობის მიმართ და გამოთქვა ინტერესი, შეიძინოს მეტი ამერიკული ნავთობი, რათა შეამციროს ჩინეთის დამოკიდებულება სრუტეზე მომავალში. ორივე ქვეყანა შეთანხმდა, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი," - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.