უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად ყველაზე ძლიერია ევროპაში- რუბიო
უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ყველაზე ძლიერი და ყველაზე მძლავრი არმიაა ევროპაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
რუბიოს თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ომის წარმოების საჭიროებამ უკრაინელები აიძულა განევითარებინათ “ახალი ტაქტიკები, ახალი ტექნიკები, ახალი აღჭურვილობა, რომელიც გარკვეულ ჰიბრიდულ ასიმეტრიულ ომს ქმნის”.
„ეჭვგარეშეა, რომ ამ ომის აუცილებლობამ უკრაინელებს ახალი ტაქტიკის, ახალი მეთოდების, ახალი აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების შემუშავებისკენ უბიძგა, რაც ქმნის ერთგვარ ჰიბრიდულ, ასიმეტრიულ ომს. ეს შთამბეჭდავია. ეს ეჭვგარეშეა. ვგულისხმობ, თუ შევხედავთ, რუსები თვეში ხუთჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავენ, ვიდრე უკრაინელები. უკრაინა უფრო პატარა ქვეყანაა და უფრო მცირე არმია ჰყავს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ევროპაში ყველაზე ძლიერი და ყველაზე მძლავრი არმიაა. ცხადია, ნაწილობრივ იმ დახმარების გამო, რაც მათ მიიღეს, მაგრამ ასევე იმ საბრძოლო გამოცდილების გამო, რაც შეიძინეს”,- განაცხადა რუბიომ.
ამასთან, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ორივე მხარეს ბევრი ადამიანი იღუპება და უკრაინას ორი ათწლეული დასჭირდება აღდგენისთვის.