ზელენსკი: უკრაინა იცავს ევროპას და მსოფლიოს, რათა ასეთი დარტყმები, რომლის დროსაც ბავშვები იღუპებიან, უფრო მეტად არ გავრცელდეს

15.05.26 11:03
ზელენსკი: უკრაინა იცავს ევროპას და მსოფლიოს, რათა ასეთი დარტყმები, რომლის დროსაც ბავშვები იღუპებიან, უფრო მეტად არ გავრცელდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში კიევზე თავდასხმას ეხმაურება და წერს, რომ საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი და 48 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

სწორედ უკრაინა იცავს ევროპას და მსოფლიოს, რათა ასეთი დარტყმები, რომლის დროსაც ბავშვები იღუპებიან, უფრო მეტად არ გავრცელდეს - წერს ზელენსკი. 

ის მოუწოდებს მსოფლიოს რომ რუსეთზე ზეწოლა განახორციელონ. 

ასეთი რუსეთის ნორმალიზაცია შეუძლებელია - რუსეთის, რომელიც განზრახ ანადგურებს სიცოცხლეს და იმედოვნებს, რომ დაუსჯელი დარჩება. საჭიროა ზეწოლა. სწორედ უკრაინა იცავს ევროპას და მსოფლიოს, რათა ასეთი დარტყმები, რომლის დროსაც ბავშვები იღუპებიან, უფრო მეტად არ გავრცელდეს. ამიტომ უნდა გაგრძელდეს სიცოცხლის დამცველების მხარდაჭერა. ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო თავდაცვა ყოველთვის საჭიროა. მადლობას ვუხდი პარტნიორებს, რომლებიც აგრძელებენ ინვესტირებას PURL ინიციატივაში და ავითარებენ ჩვენს ანტიბალისტიკურ კოალიციას. ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა -  დაღუპულებს შორის სამი ბავშვია.

15 მაისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.