იტალიაში ბინებს ძარცვავდნენ, ფულს და სამკაულებს იპარავდნენ - დაკავებულია 2 ქართველი

16.05.26 10:06
იტალიაში ბინებს ძარცვავდნენ, ფულს და სამკაულებს იპარავდნენ - დაკავებულია 2 ქართველი

იტალიაში ჯგუფურ დანაშაულში ეჭვმიტანილი ქართველები დააკავეს.  გამოძიების ვერსიით, ემიგრაციაში მყოფმა მამაკაცებმა 20-მდე ბინა გაქურდეს. სპეცოპერაცია მათ დასაჭერად ბოლონიაში ჩატარდა.

როგორც იტალიური მედია წერს, დაკავებულიდან ერთს დანაშაულების ჩადენის მომენტში დარაჯის ფუნქცია ჰქონდა. ის ტერიტორიას აკონტროლებდა მაშინ, როცა მისი თანამზრახველები ბინებში იჭრებოდნენ. მოპარულია ფული, ძვირადღირებული სამკაულები, ელექტრო მოწყობილობები და ძვირადღირებული ტანსაცმელი. ძებნაა გამოცხადებული ორგანიზებული ჯგუფის კიდევ ერთ წევრზე.