რუსეთის სტავროპოლის მხარეში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით იერიში განხორციელდა
რუსულ ქალაქებში ისევ აფეთქებებია - უკრაინის ახალი სამიზნე ქიმიური ქარხანაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციიით, რამდენიმე საათის წინ შეტევა იყო სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკში მდებარე ობიექტზე.
დრონებით იერიშების გამო გაჩენილ ხანძარს აზოტის ქარხანაში ამ დრომდე ვერ აქრობენ. მედიის ინფორმაციით, საჰაერო განგაშის ხმები ისმოდა რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაშიც. ამ შემთხვევაშიი ხანძარი ელექტრო-სადგურში გაჩნდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით დაუდგენელია, უკავშირდება თუ არა მომხდარი უკრაინელების თავდასხმას.