სი ძინპინმა ტრამპს უთხრა, რომ პუტინმა შესაძლოა უკრაინაში შეჭრა ინანოს — FT
პეკინში გამართული შეხვედრის დროს სი ძინპინმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა საბოლოოდ ინანოს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა. ამის შესახებ Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება უკრაინის საკითხზე გამართული განხილვების დროს გაკეთდა. წყაროები ამბობენ, რომ სი ძინპინის შეფასებები რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე უფრო მკაცრი იყო, ვიდრე მანამდე.
ეს განცხადება იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც უკრაინაში ომი უკვე ოთხ წელზე მეტია გრძელდება და ანალიტიკოსების შეფასებით, კონფლიქტი ჩიხურ ეტაპზეა გადასული, ხოლო უკრაინა დრონების გამოყენებას სამხედრო ოპერაციებში უფრო აქტიურად იყენებს.