ზელენსკისა და მადიარის შეხვედრა ნოემბრის ბოლოსთვის იგეგემება - სიბიჰა

16.11.26 21:53
ზელენსკისა და მადიარის შეხვედრა ნოემბრის ბოლოსთვის იგეგემება - სიბიჰა

ვოლოდიმირ ზელენსკისა და პეტერ მადიარის შეხვედრა ნოემბრის ბოლოსთვის იგეგემება.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

შეხვედრის მოსამზადებელი სამუშაოები ბრიუსელში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანდრი სიბიჰამ და ანიტა ორბანმა განიხილეს.  მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი.

სიბიჰას განცხადებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინამ და უნგრეთმა ორმხრივი ურთიერთობების აღდგენისა და ნორმალიზების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

 შევთანხმდით, რომ ჩვენს ურთიერთობებში არსებული პოზიტიური დინამიკა გამოვიყენოთ და ერთობლივად მოვემზადოთ ჩვენი ლიდერების შეხვედრისთვის, რომელიც ნოემბრის ბოლომდე გაიმართება“, - წერს სიბიჰა.