უკრაინის, ამერიკისა და ევროპის მომლაპარაკებელთა ჯგუფების საუბარი შედგა - ზელენსკი

16.11.26 23:47
უკრაინის, ამერიკისა და ევროპის მომლაპარაკებელთა ჯგუფების საუბარი შედგა - ზელენსკი

დღეს უკრაინის, ამერიკისა და ევროპის მომლაპარაკებელთა ჯგუფების საუბარი შედგა - საუბარი მარტივი არ ყოფილა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატიური პროცესები აქტიურად მიმდიანრეობს და იმედოვნებს, რომ ეს ყველაფერი ფუჭად არ ჩაივლის. 

„დიპლომატიური პროცესები აქტიურად მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ფუჭად არ ჩაივლის. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად კონსტრუქციულად მუშაობს. ჩვენ ომის ღირსეული დასრულება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება. ამერიკული გუნდიც აქტიურად არის ჩართული - ონლაინ ფორმატში სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერიც იყვნენ ჩართული“, - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღევანდელ მოლაპარაკებებში  „პირველად, ევროპა სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი“.

საუბარი მარტივი არ ყოფილა, თუმცა შედეგი არის: ბერლინში, „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში შევხვდებით და მოლაპარაკებების პროცესში კონკრეტულ ერთობლივ ნაბიჯებს შევუმუშავებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.