კონგოში ებოლას ვირუსს სულ მცირე 118 ადამიანი ემსხვერპლა

19.05.26 10:16
კონგოში ებოლას ვირუსს სულ მცირე 118 ადამიანი ემსხვერპლა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას აფეთქების შედეგად სულ მცირე 118 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაფიქსირდა 390-ზე მეტი სავარაუდო შემთხვევა. გაიზარდა შემთხვევების გავრცელების არეალიც.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ცნობით, უგანდაში ასევე დადასტურებულია დაინფიცირების ორი შემთხვევა და ერთი გარდაცვალება.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბუნდიბუგიოს ვირუსით გამოწვეული ებოლას ამჟამინდელი შტამის აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.